2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრის შედეგები ცნობილია. ვარშავაში ახლახანს დასრულდა კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას წარსულში ცნობილი ფეხბურთელები იღებდნენ - ანდრეი შევჩენკო, ოლეგ ბლოხინი და ბონეკი.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა. საქართველოსთან ერთად ხორვატიის, საბერძნეთის, ისრაელის, ლატვიის და მალტის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ.
ექსპერტთა შეფასებით ყველაზე დაძაბულად H ჯგუფის შეხვედრები უნდა წარიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოოქეები - პორტუგალია, დანია და ნორვეგია დაუპირისპირდებიან.
კენჭისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი: გერმანია; თურქეთი; ავსტრია; ბელგია; ყაზახეთი; აზერბაიჯანი.
B ჯგუფი: რუსეთი; სლოვაკეთი; ირლანდია; მაკედონია; სომხეთი; ანდორა.
ჩ ჯგუფი: იტალია; სერბეთი; ჩრდ. ირლანდია; სლოვენია; ესტონეთი; ფარერები.
D ჯგუფი: საფრაგეთი; რუმინეთი; ბოსნია; ბელარუსი; ალბანეთი; ლუქსემბურგი.
E ჯგუფი: ჰოლანდია; შვედეთი; ფინეთი; უნგრეთი; მოლდოვა; სან მარინო.
F ჯგუფი: ხორვატია; საბერძნეთ; ისრაელი; ლატვია; საქართველო; მალტა.
G ჯგუფი: ინგლისი; შვეიცარია; ბულგარეთი; უელსი; ჩერნოგორია.
H ჯგუფი: პორტუგალია; დანია; ნორვეგია; კვიპროსი; ისლანდია.
I ჯგუფი: ესპანეთი; ჩეხეთი; შოტლანდია; ლიტვა; ლიხტენშტეინი.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი, 2010 წლის სექტემბერში დაიწყება.