საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ვაშინგტონის, ორაგონის და კოლორადოს შტატების მოქალაქეები, საარჩევნო უბნებზე არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტობის სასურველ კადიდატს მისცემენ ხმას, არამედ, მარიხუანას ლეგალიზაციას შესახებაც დააფიქსირებენ პოზიციას.
ამ კონკრეტულ შტატებში, თუ უმრავლესობა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების მომხრე აღმოჩნდება, მაშინ 21 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს ნება მიეცემათ შეინახონ, შეიძინონ და მცირე რაოდენობით გამოიყენონ მსუბუქი ნარკოტიკი. მარიხუანას სამედიცინო მიზნებით გამოყენება ამ შტატებში უკვე ნებადართულია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება ფედერალურ კანონს.
აღსანიშნავია, რომ მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოდის შტატების მასწავლებელთა პროფკავშირები, რომლებიც შიშობენ, რომ ეს ფაქტი, მოზარდებში ნარკოტიკების მოხმარებას წაახალისებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ ხელისფლებას, ცნობილია, რომ მას სახელმწიფო რანგში ჰყავს აყვანილი "ომი ნარკოტიკებთან". იუსტიციის სამინისტროში ამ სახელმწოდების სპეციალური პროგრამაც არსებობს, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ებრძვის და საამისოდ, მილიარდობით დოლარი იხარჯება.
თუმცა, კონკრეტულად, პრეზიდენტი ობამა მარიხუანას სამედიცინო მიზნებით გამოყენების თემაზე შდარებით ლიბერალურ პოზიციას იკავებს. ამიტომ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს გამოკითხვა ამ შტატების მოსახლეობის ნაწილში, ახლანდელი პრეზიდენტის სასარგებლოდ იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები