ოპოზიციური პარტიების ლიდერები პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავენ.
საქართველოში ჩამოსული დანიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი ხელისუფლების ოპონენტებთან დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკად ცემასა და წამებას განიხილავენ.
ამ შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარები შეხვდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
ევროპარლამენტარების ვიზიტი 28-30 დეკემბერს გაგრძელდება.