საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ X-ზე წერს ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი.
„ქართული ოცნების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარები მიუღებელია და შეუსაბამოა ყველანაირ ევროპულ პერსპექტივასთან.
ძალადობა და დაშინება მომიტინგეების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს.
საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს“, - წერს ჰადადი.
შეგახსენებთ, მანამდე, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება და "ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ".