თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაინახა მინიშნებები, რომ შესაძლოა რუსეთი იყოს პასუხისმგებელი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რომელსაც 25 დეკემბერს 38 ადამიანი ემსხვერპლა.
კირბიმ დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანს ავიაკატასტროფის გამოძიებაში დახმარება შესთავაზა
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
წინასწარი გამოძიებით დასტურდება, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.
თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.
კრემლს კომენტარი არ გაიკეთებია, თუმცა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში სიტუაცია "ძალიან რთულია" რეგიონზე უკრაინული დრონების დარტყმის გამო.