ქსნის სასჯელაღსრულების #15-ე დაწესებულებაში 15-მა პატიმარმა პირი ამოიკერა , - ამის შესახებ ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრმა დიმიტრი ლორქიფანიძემ განაცხადა. მისი თქმით, პატიმრების მოთხოვნაა პატიმრების წამებაში, ცემასა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში მხილებული პირები თანამდებობებს ჩამოშორდნენ.
ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ პატიმრების ნაწილს პრეტენზიები აქვთ ციხის დირექტორის, ნუკრი ხუხუას მიმართ.
ლორთქიფანიძემ მოუწოდა პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, პანიკას ნუ აჰყვებიან, რადგან მათ მიიღეს პირობა, რომ დაწესებულებაში არ შევა სპეცდანიშნულების რაზმი, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.