შსს-ს საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მურად ნოზაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მურად ნოზაძემ სოფელ მეჩხეთურში შელაპარაკების ნიადაგზე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ანდრო ტაბატაძეს.
ტაბატაძე მიყენებული ჭრილობების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მურად ნოზაძე დანაშაულს აღიარებს.