შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას.
შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაცია - ინტერპოლის ასამბლეა 5-8 ნოემბერს ქალაქ რომში გაიმართება. ასამბლეა ინტერპოლის მინისტერიალით გაისნება.
მინისტერიალს ირაკლი ღარიბაშვილი 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგასთან ერთად დაესწრება. შეხვედრა შეეხება პოლიციის წინაშე მდგარ ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის ორგანიზებული დანაშაული. ასამბლეაზე განსახილველ თემებს შორის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კიბერდანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ინტერპოლის წევრი 190 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის წარმომადგენლები: შინაგან საქმეთა მინისტრები, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები.