ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში სკოლის დირექტორის სიმონ ნარეშელაშვილის ოჯახს წუხელ, გვიან ღამით თავს დაესხნენ. დაზარალებულების განცხადებით, იარაღის გამოყენებით მათგან ფულის გამოძალვას ითხოვდნენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ნინიგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თენგიზ სამხარაძემ განუცხადა, ლაგოდეხის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.
საქმეს ლაგოდეხის პოლიცია იძიებს.