თბილისში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გოგონას თავს დაესხნენ. გოგონას თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გათიშეს. ექიმების თქმით, ამ დროისათვის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მას თავში სამი ჭრილობა აქვს და ნეიროქირურგიის კლინიკაშია განთავსებული.
შემთხვევა მაღლივის კორპუსისი ხიდთან მოხდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონა ლექციების დასრულების შემდეგ მიდიდა ბაგების მიმართულებით რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი აედევნა და გოგონას სამჯერ თავში ჩაარტყა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცავები. მიმდინარეობს გამოძიება.