არჩილ კბილაშვილმა პროკურორებს მოუწოდა საქმეები, რომლებიც არსებითი განხილვის პროცესშია ორი კვირის განმავლობაში შეაჩერონ. როგორც ჟურნალისტებთან არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურა ყველა უკანონო განაჩენის გადახედვას გეგმავს.
"ვავალებ ყველა პროკურორს საქმის არსებითი განხილვა, რომელიც დანიშნულია საერთო სასამართლოში გადადონ, შეაჩერონ ორი კვირის განმავლობაში. Eეს ეხება განაჩენის გამოტანის არ დაშვებას და მიზანი არის შემდეგი: ჩვენ ვაპირებთ უკანონო განაჩენების გადასინჯვას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ წლების წინ პირი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ განცხადების საფუძველზე მისი მსჯავრდების საკითხი გადაისინჯოს", - განაცხადა კბილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორი კვირის განმავლობაში პროკურატურის წარმომადგენლები ხელახლა გადახედავენ ბრალდებებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.