თბილისი.17.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა საქართველო დატოვა.
მისი განცხადებით, საქართველოს დატოვების მიზეზი მისი თანამდებობიდან წასვლა გახდა. ნოდარ ახალკაცი თურქეთში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ ახალკაცმა თანამდებობა დღეს დატოვა. ახალკაცის განცხადებით, მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა გახდა.