აშშ-მა ბოლოს და ბოლოს უნდა დაასანქციროს რუსეთის მარიონეტი ივანიშვილი, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენიმ ჯო უილსონი X-ზე წერს.
„რუსეთის მარიონეტი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად გადაქცევაზე პუტინთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მუშაობს.
აშშ-მა ის ბოლოს და ბოლოს უნდა დაასანქციროს, როგორც მე და სპიკერი ჯონსონი 2020 წელს რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში ვითხოვდით”, - წერს ჯო უილსონი.