იტალიაში, პოტენცის პროვინციაში ძვირადღირებული ტანსაცმლის მოპარვისთვის ძებნილი, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა, ხოლო 38 წლის ქართველს ამ დრომდე ეძებდნენ.
დაკავებულს ამ დროისათვის შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული.