შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დააკავეს ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშივლი იგივე "კაწრო". გამოძიება მათ წინააღმდეგ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დაკავება დღეს, 15 ოქტომბერს მოხდა. ორივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქართველოს პროკურატურას მათთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებია.