პატიმართა ამნისტია გრძელდება. რუსთავის 17 სასჯელაღსრულების დაწესებულება 16 პატიმარმა დატოვა, რომელთა შორის 5 არასრულწლოვანია. ყოფილ მსაჯვრდებულებს ციხესთან მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
საპატიმრო დატოვა 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა გიორგი ალხაზიშვილმაც.
სასჯელაღსრულების პრობაცისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სიზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს უახლოეს დღეებში 355 პატიმარი დატოვებს და 40000-მდე პატიმრისთვის პირობითი მსჯავრის მოხსნის საკითხის განხილვა იგეგმება.
ამ დროისათვის ციხეების 200-მდე პატიმარმა დატოვა.