საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 77-3 დაამარცხა. შეხვედრა ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა. ქართველების ანგარიშზე 11 ლელოა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი მორაგბეები ლისაბონშიც გაიმარჯვებენ, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის საგზურს ვადაზე ადრე მოიპოვებენ.