მახინჯაურში მომხდარ ავარიას, ქვეითად მოსიარულე, დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალბატონი ემსხვერპლა. ავტოავარია რკინიგზის სადგურთან მოხდა. ქობულეთიდან ბათუმისკენ მომავალი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც ჯიმშერ ჯიმშერაშვილი მართავდა, ჯერ ბორდიურს, ხოლო შემდეგ სადგურის შენობას შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი მამაკაცი დაზარალდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,
რაც შეეხება დაღუპულს, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ის საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.