დღეს, 25 ოქტომბერს, 9:10 საათზე, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა 1966 წლის 12 ივლისს დაბადებული პატიმარი ლ.შ. წინასწარი დიაგნოზი: გასტროდუოდენალური სისხლდენის ფონზე განვითარებული გულ-სისხძარღვთა მწვავე უკმარისობა.
ლ.შ #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #8 დაწესებულებიდან 2012 წლის 22 ოქტომბერს გადაიყვანეს, დიაგნოზით: ქონიკული C ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აივ ინფექცია შიდსი, მარჯვენამხრივი ექსუდაციური პლევრიტი, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გასტროდუოდენალური სისხლდენა. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.