5 თებერვალს, 19:00 საათზე, თელავის პირველი საშუალო სკოლის მეშვიდეკლასელები ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგენენ ლიტერატულ სპექტაკლს: ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანს". სპექტაკლის შემდეგ ბავშვები ბათუმში გაემგზავრებიან და "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაციის მიზნით ორდღიან აქციას მოაწყობენ.
ბავშვებთან ერთად ბათუმში მიემგზავრებიან ლევან ღვინჯილია, ლევან თაქთაქიშვილი, ბესიკ ხარანაული, გია მურღულია, ავთო არაბული, ლია სტურუა, პაატა ნაცვლიშვილი, დათო ტურაშვილი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ ქურდიანი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, აჭარის სამეცნიერო წრეები, მწერლები, ხელოვანები.