ევროკავშირი რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ამის შესახებ საქართველოს შესახებ ორგანიზაციის მოხსნებაშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა.
"ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბის შეთანხმებების შესრულებისკენ. რეგიონიდან ყველა სახის შეიარაღებული ძალის გაყვანისა და კონფლიქტამდე არსებული სტატუს-ქვოს აღდგენისკენ", - ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან, ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და განმარტავს, რომ ის საერთშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძვნება.