აზერბაიჯანელი მწყემსები დავით - გარეჯის ტერიტორიაზე, ბერთუბანში ფრესკების ფრაგმენტებს ხანჯლებით ჩიჩქნიან. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ისტორიკოსმა ალექსანდრე ელერდაშვილმა აცნობა.
მისი თქმით, ბერთუბანი აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მწყემსებთან ერთად ფრესკების ფრაგმენტებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც ანადგურებენ. „რაც იქ ხდება ვანდალიზმია. იქაურობა წაბილწულია", - აღნიშნავს ისტორიკოსი ელერდაშვილი, რომელიც საგარეჯოს რაიონში ცხოვრობს.