აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოში შეხვედრებს მართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს.თბილისში ვიზიტის ფარგლებში სტეინბერგი და გორდონი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხილვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სტეინბერგი და გორდონი სომხეთიდან ჩამოვლენ.