აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მურმან დუმბაძის კანდიდატურა განიხილება. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურებზე მოლაპარაკებები ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში მიმდინარეობს, თუმცა როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები განმარტავენ, ერთ-ერთ კანდიდატურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მურმან დუმბაძე განიხილება, რადგანაც ბათუმში ხმების 65 %-ი მოიპოვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, რომელიც უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.