რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო მზად არის საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
"იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე შემოგვთავაზებს, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები დავიწყოთ," - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ბლოკის გამარჯვების შემდეგ, სატრანსპორტო მიმოსვლა საქართველოსთან, შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს.