ირაკლი მანაგაძის მთავრობის Eშემადგელობაში განხილვა არავის არ უნდა გაიკვირდეს, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ხუხაშვილმა.
მისვე განცხადებით, ირაკლი მანაგაძე მაღალი დონის სპეციალისტია.
,,ირაკლი მანაგაძე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, დიდი გამოცდილებითა და სუფთა ბიოგრაფიით და მისი განხილვა არავის არ უნდა გაუკვირდეს", _ განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე განცხადებით, ეკონომიუკურ გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ დასრულებულა.
,,ეკონომიკურ გუნდზე საუბარი გრძელდება, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ვინ არ განიხილება და გუშინ ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები იყო: თიკა კანდელაკი, კარტოზია, მირცხულავა. Aამ სისულელეებს თავი დაანებეთ", _ განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია დავით მირცხულავას ენერგეტიკის ხოლო ალექსანდრე კარტოზიას განათლების მინისტრად დანიშვნის შესახებ. ამასთან თიკა კანდელაკის რუსეთში საქართველოს ელჩად, ხოლო დანიშვნის ირაკლი მანაგაძეს კი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე განიხილავენ.