"მინდა დაგაწყნაროთ, არც კარტოზია, არც მირცხულავა მთავრობაში არ იქნება. შეიძლება გულიც გწყდებათ, მაგრამ არ იქნებიან", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია ალექსანდრე კარტოზიას განათლების, ხოლო დავით მირცხულავას ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ.