საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, დაკმაყოფილებულია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე.
პპრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე განკარგულების საფუძველზე, მასვე დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება.