"საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს დადებითად ვაფასებ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა. მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმი იმსახურებდა დამხობას.
"სააკაშვილის რეჟიმის დამხობა იყო საჭირო და აუცილებელი. ქართულმა საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. მან დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 1/3. 2008 წლის ომის დროს ქვეყანა დააყენა უდიდესი საფრთხის წინაშე. გაგახსენებთ, რომ მოსკოვში საგანგებოდ ჩამოვიდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი და ქვეყნის სამხედრო სარდლობა. მთავარი თემა იყო ყარსის ხელშეკრულება. უფრო მეტიც , დღემდე არავინ გამცა პასუხი რა უნდოდა სომხეთის სპეცნაწილებს ბორჯომის ტეროტორიაზე, რა პირობით შემოიყვნა ისინი იქ სააკაშვილმა", - განაცხადა კიტოვანმა.
კიტოვანის თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა გაძარცვა ქართველი ხალხი, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა მის ქმედებას.
"ამჟამად, იმის მეშინია, რომ სააკაშვილის რეჟიმი ადვილად არ დათმობს ხელისუფლებას. ისინი იბრძოლებენ ბოლომდე და გააკეთებენ ყველაფერს რათა დარჩნენ ხელისუფლებაში. ამიტომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ძალიან ფხიზლად", - განაუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თენგიზ კიტოვანმა.