სამინისტროში არ უნდა მუშაობდნენ დამნაშავე პოლიციელები, - განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისი თქმით, შესაძლოა სამინისტროში დაბრუნდნენ ის პოლიციელები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო აღარ მუშაობდნენ.
"გვარების მიხედვით არ შემიძლია, მაგრამ ერთში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის ღირსებული პოლიციელი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო აღარ მუშაობდა სამინისტროში არ გამოვრიცხავ მათ დაბრუნებას. მე გვარებზე არ გპასუხობთ არაფერს. ვერც ერთი დანმაშავე პოლიციელი, რომელსაც აქვს უპატიებელი დანაშაული ჩადენილი ვერ დარჩება სამინისტროში. სამინისტროში არ უნდა მუშაობდნენ დამნაშავე პოლიციელები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.