მე დავტოვებ პარტიას, და გავხდები იმედი მაქვს შსს მინისტრი, - განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
"მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი. მე დავტოვებ პარტიას, და გავხდები, იმედი მაქვს, შს მინისტრი. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩემი ყოფილი პარტიულობა ხელს შემიშლის. მე ხელს ვერავინ შემიშლის, რომ ეს ამოცანა განვახორციელო. ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის, რომელიც მომდინარეობს ბიძინა ივანიშვილისგან და რომელსაც მე აღვასრულებ აუცილებლად", - განაცხადა ღარიბაშვილმა. .