ახლანდელ მთავრობას მინდა ვუთხრა _ იცოდეთ, რომ სააკაშვილი გაიმეორებს 1999 წელს, - აცხადებს გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2001-2003 წლებში, კობა ნარჩემაშვილი.
მისი თქმით, როცა სურს, ახალი ხელისუფლება ჩანგალზე ჰყავდეს წამოგებული.
"ხმამაღლა ვამბობ, რომ ძველი ხელისუფლება მისთვის ხელსაყრელ მდგომარეობაში გადადის, როცა სურს, ახალი ხელისუფლება ჩანგალზე ჰყავდეს წამოგებული. ახლანდელ მთავრობას მინდა ვუთხრა _ იცოდეთ, რომ სააკაშვილი გაიმეორებს 1999 წელს ტელევიზიებში, მოქმედებებში, საკანონმდებლო ორგანოში, გაცილებით მეტი რესურსით, კომუნიკაციების მეტი საშუალებით უცხოელებთან, მეტი ლობისტური კომპანიებით, მეტი სტრუქტურებით", - აცხადებს ნარჩემაშვილი.