აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრს ინდირა ვარდანიასთან შეხვედრაზე ეუთოს ეროვნული უმცირეობების საკითხების უმაღლდესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია იმ მიდგომით, რასაც სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება სომხური სკოლების მიმართ ახორციელებს, თუმცა იქვე აღნიშმავს, რომ სამწუხაროდ, იგივეს ქართული სკოლების მიმართ ვერ იტყვის.
"კმაყოფილი ვარ მათი მიდგომით სომხური სკოლების მიმართ, თუმცა არ ვარ კმაყოფილი მათი განწყობით ქართული სკოლების მიმართ. ასევეEშეშფოთებული ვარ მათი არამზაობით მისცენ მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება. ჩვენ შევთავაზეთ აფხაზეთის ხელისუფლებას დახმარება და იმედი გვაქვს, რომ ეს შეთავაზება მიღებული იქნება",_ განაცხადა ვოლებეკმა.
მისივე თქმით, იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმასაც, რომ აფხაზეთში მოსწავლეები აფხაზურ ენას სწავლობენ.
"მივიჩნევ, რომ მათ რუსული ენაც უნდა იწავლონ, ასევე შევთავაზეთ აფხაზეთის ხელისუფლებას დახმარება აფხაზურ ენაზე სახელმძღვანელოების შემუშავების საკითხში, ასევე ტრენინგების ჩატარებაც. როგორც ხელისუფლებამ გვითხრა მ,ათ არ ჰქოფნით აფხაზური სახელმძღვანელოები და აფხაზური ენის მასწავლებლები. დახმარება ამაშიც შეგვიძლია. ამიტომაც არ მესმის რატომ არ იღებენ ისინი ჩვენს წინადადებებს",_ განაცხადა ვოლებეკმა.