." სეპარატისტულ აფხაზეთში მყოფი ეუთოს ეროვნული უმცირეობების საკითხები უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრს ინდირა ვარდანიას შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ვარდანიასთან მან გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის სწავლის საკითხი და სომეხი ეროვნების ბავშვების განათლების საკითხი განიხილა.
ინდირა ვარდანიამ აუწყა კნუტ ვოლებეკს, რომ აფხაზეთში სომხური სკოლები ნორმალურად ფუქნციონირებენ და სახელმწიფო მათ აფინანსებს ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენს.
ხოლო რაც შეეხება სკოლადამთავრებულებს, ვარდანიას განცხადებით, მათი ძირითადი ნაწილი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. "ისინი სწავლობენ ასევე სოხუმის ღია უნივერიტეტში, ზოგი მათგანი კი სასწავლებლად სომხეთში კი არა რუსეთი მიემგზარებიან",_ განაცხადა ვარდანიამ.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის ყველა სკოლაში კანონმდებლობის თანახმად ისწავლება აფხაზური ენა. ისტორია და გეოგრაფია კი ყველა სკოლაში რუსულ ენაზე ისწავლება.
აფხაზური მხარე განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ვოლებეკის განსაკუთრებული ინტერესი ქართულ სკოლებში აფხაზური ენის შესწავლამ გამოიწვია. რაზეც ვარდანიამ უპასუხა, რომ სწავლების მეთოდიკა აქ იგივეა, რაც სომხურ სკოლებში.
კნუტ ვოლებეკმა აღნიშნა, ის რომ ზუტად ერთი წლის წინ, როდეაც მან გალის პირველი სკოლა მოინახულა, მოსწავლეებმა მას უთხრეს, რომ მათ განათლების მიღება მშობლიურ ენაზე უნდოდათ და არა რუსულ ენაზე. აფხაზური მხარე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ გალის პირველი სკოლა, რუსული სკოლაა და იქ ქართულ ენისა და ლიტერატურის გარდა აფხაზური ენაც ისწავლება.
"შეგიძლიათ თუ არა თქვენ მისცეთ ბავშვებს შესაძლებლობა ქართულ ენაზე ისწავლონ?"_ კითხვა დაუსვა კნუტ ვოლებეკმა ინდირა ვარდანიას.
თავის მხრივ, ვარდანია არ დაეთანხმა იმას, რომ გალის რაიონის მოსწავლეების უფლებები ილახება. "განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გალის რაიონის მოსწავლეებს არა აქვთ საშუალება ისწავლონ მშობლიური ენა და გალის რაიონის სკოლებში განათლება მიიღონ სინამდვილეს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში თუკი ისინი სწავლობენ რუსულ სკოლაში მათ ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საშუალება. სოფლის სკოლები კი ძირითადად ყველა ქართულია",_ აცხადებს ინდირა ვარდანია.
მისივე ინფორმაციით, გალის რაიონში 20 სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის ქართული და რუსული სკოლები, რომლებიც 2985 მოსწავლე სწავლობს. სავალდებულოდ სასწავლო საგნებია: აფხაზური ენა, აფხაზეთის ისტორია და გეოგრაფია. "ამაში არავითარი დარღვევა არ არის, იმიტომ რომ გალის რაიონი _ აფხაზეთის ერთ-ერთი რაიონია და განათლება იქ სახელმწიფო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს",_ აცხადებს ვარდანია.
მიუხედავად, ამისა კნუტ ვოლებეკმა აფხაზეთის კონსტიტუციის მე-6 მუხლი მოიშველია და განაცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნებისმიერ ჯგუფს აქვს მშობლიური ენით სარგებლობისა და მასზე ურთიერთობის უფლება. "ასევე საერთაშორისო პრაქტიკა და ევროსაბჭოს სტანდარტები ასევე ღაღადებენ, რომ მშობლებს აქვთ უფლება თავისი შვილებისათვის განათლების ენა აირჩიონ",_ განაცხადა კნუტ ვოლებეკმა.