ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჟანი ბუკიკიო მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძალაუფლება პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის უნდა გადანაწილდეს.
ბუკიკიოს განმარტებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები არის დადებითი, თუმცა ძალთა გადანაწილების არსებული ბალანსი სახარბიელო არ არის.
ბუკიკიო მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ უფრო უნდა გაიზარდოს, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს უფრო ძლიერი, სასამართლო უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ხოლო რაც შეეხება საკონსტიტუიციო ცვლილებებს ისინი ყველა პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს მისაღები.
"ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღებულ კონსტიტუციაში ბალანსის ნაკლებობაა ხელისუფლების შტოებს შორის. მე ვაღიარებ რომ თქვენ მკაცრი კონტროლი გჭირდებოდათ სახელმწიო პოლიტიკაში მაგრამ ახლა ამ პოლიტიკის შერბილება და ძალთა გადანაწილებაა საჭირო. ბალანსი უნდა დაიცვათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. პრეზიდენტის უფლბები უნდა შეიზღუდოს რის ხარჯზეც გაიზრდება პარლამენტის უფლებამოსილება. თქვენ ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გჭირდებათ. კონსტიტუცია გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს", _ განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჟანი ბუკიკიომ.
მასალის გამოყენების პირობები