აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან შეთანხმებას ხელი კვირას ელექტრონულად მოეწერა.
მისი თქმით, ეს შედეგებზე დაფუძნებული პროცესია.
"შეთანხმებას გუშინ ელექტრონულად მოვაწერეთ ხელი, არანაირი თანხის გამოყოფა არ მომხდარა და ეს არ შეიცვლება, ეს შედეგებზე დაფუძნებული პროცესია. თუ დავინახავთ, რომ ირანელები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, მაგალითად, იწყებენ თავიანთი გამდიდრებული მასალის მარაგის ლიკვიდაციას, მაშინ დიახ, ამას სანქციების შემსუბუქება მოჰყვება", - განაცხადა ვენსმა.