დღეს, 4 თებერვალს, კინოთეარტ "ამირანში" დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
ფილმის ჩვენება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა" ფარგლებში, ორგანიზაცია "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" მოაწყობს.
თემატური დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ მასზე დისკუსია გაიმართება.
იმავე დღეს, 16:00 საათზე, აღნიშნულ თემაზე შექმნილი ჟურნალისტურ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და გელა ჯინჭარაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვაც (4-7 თებერვალი) მოეწყობა.
პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მდგომარეობას და მათ მიმართ დამოკიდებულებას საქართველოში.