დღეს, 4 თებერვალს, ეროვნულ უმცირესობების საკითხში ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი გალის რაიონში ჩავა და დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბესლან არშბას შეხვდება. ეუთოს კომისარი გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებსა და პირველი ოტობაიას მოსახლეობასაც მოინახულებს.
5 თებერვალს დელეგაცია გაგრის რაიონში გაემგზავრება და იქაური დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასტამურ ქეცბას შეხვდება.
კნუტ ვოლებეკი აფხაზეთს 3 თებერვალს ეწვია. სოხუმში მან შეხვედრები გამართა სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებმა. ეუთოს დელაგაციას უმაღლეს კომისართან ერთად მრჩეველი მიხაიულ გრიბინიჩი და პროექტის წარმომადგენელი ბობ დინი წარმოადგენენ.