7 თებერვალს, 15:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშთა სურათების გალერეა, თბილისის მერია და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აწყობენ ირანელი და ქართველი ბავშვების ნახატთა გამოფენას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფერეიდნელი ქართველი მოზარდებიც.
გამოფენას გახსნის ირანის ელჩი მოჯთაბა დამირჩი და კულტურის ატაშე ეჰსან ხაზაი.Mმოწვეულნი არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და განათლების მინისტრები.