სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 1-ელ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული.
იმისათვის, რომ აღნიშნულმა პატიმრებმა შეძლონ არჩევნებში საკუთარი არჩევანის თავისუფალი გაკეთება, მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პატიმართა ოჯახის წევრებს, პატიმრის განთავსების დაწესებულებებში არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრისა, წარმოადგინონ პატიმართა პირადობის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია:
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
2. ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ამავდროულად, თუ პატიმარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირია - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოთ დევნილის მოწმობა.