რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ვეღარ შეძლებს კიევში ვიზიტს, სადაც მისი ფილმის ჩვენებას უნდა დასწრებოდა. რეჟისორი გოგა ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე დაბარებულია 27 სექტემბერს 13:00 საათზეა.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ხაინდრავამ განაცხადა, სწორედ "ამ კინომ გადარია სააკაშვილი".
"შარვლიდან არის ამომხტარი. ეს ფილმი არის ნაჩვენები ბრიუსელში, ნიუ-იორკში ლონდონში, უამრავმა პოლიტიკოსმა ნახა", - განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც ხაინდრავასა და ე.წ. კანონიერი ქურდების შეკრებას ასახავს. კადრები გადაღებულია საფრანგეთში. კადრებში ჩანს ხაინდრავა ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძესთან ერთად.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ინფორმაციით, ხაინდრავა, ქურდებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის დაწყების საკითხს განიხილავდა.