2012 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1808 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 238 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1570 მლნ. აშშ დოლარი (26 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 15 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი (2011 წლის იანვარ-აგვისტოში - შესაბამისად 26, 16 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38 პროცენტი (2011 წლის იანვარ-აგვისტოში _ 34 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. "საქსტატის" ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტმა 1552 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 5096 მლნ. აშშ დოლარი(16 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული უწყების ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 3544 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.