ქვეყანაში საარჩევნოდ დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ზოგიერთინ პოლიტიკოსისა და ქურდული შეხვედრების შესახებ, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გააკეთა, რომელიც ამ დროისათვის საფრანგეთში იმყოფება. თინა ბურჯალიანი და შსს-ის თანამშრომლები კონსულტაციებს ფრანგ კოლეგებთან გადიან.
„დღეს მე პარიზში ვიმყოფები შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც შეხვედრებს გამართავენ პარიზის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენლებთან. რამდენიმე კვირის უკან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის შს მინისტრთან. ჩვენი კონსულტაციების თემა არის, გამოძიება, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია აწარმოებს. და ასევე იმავე საკითხებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შსს პროკურატურის ზედამხედველობით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ რომ საქმე ეხება ქართული ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების კერძოდ კანონიერი ქურდების კონტაქტებს, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან და 1-ელ ოქტომბრის არჩევნების პერიოდში მათ შორის შესაძლო უკანონო კავშირებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ძალადობის მიზნით", - აღნიშნა ბურჯალიანმა.