"დღეს დილით დავბრუნდი შვეიცარიიდან სადაც ჩავედი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის თხოვნით რადგან მას ჰქონდა შემაშფოთებელი ინფორმაცია ხელისუფლების მორიგი დანაშაულებრივი გეგმების შესახებ.
ამ ინფორმაციით, კერძოდ, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის განზრახვას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოაწყოს ფართომასშტაბიანი პროვოკაციები რათა ამ პროვოკაციებით სცადოს ხელიდან გამხსხლტარი და დაკარგული ძალაუფლება რამენაირად შეინარჩუნოს.
საქმე ეხება კონკრეტულად თბილისში დიდი რაოდენობით იარაღის საწყობების შექმნას. კერძოდ, ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი იყო თბილისის სხვა და სხვა უბანში შექმნა 20 ზე მეტი ასეთი საწყობი. ეს არის 20 ბინა, რომელიც ნაყიდია და ცხადია არ არის თავდაცვის სამინისტროზე გაფორმებული და მათში შეზიდეს ეს იარაღი.
ჩვენი ინფორმაციით, იმ წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ვახტანგ კომახიძეს ეს ინფორმაცია მიაწოდა და ამ წყაროს აქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ფართომასტაბიანი პროვოკაცია მართლაც მზადდება. კერძოდ, ამ ადამიანს აქვს რეალური მტკიცებულებები, თუ როგორ იგეგმებოდა და როგორ მზადდებოდა ეს დანასაული და აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც აქვს ამის შესახებ, რომლებშიც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობს უშუალოდ ბაჩო ახალაია, მისი ძმა და მათი დანაშაულებრივი კლანის წევრები.
რა არის ამ ბინების შეძენის და იქ იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი ჩვენ ცხადია არ ვიცით, თუმცა ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ახალი "ტელესერიალები" რომლებიც არაერთხელ გვინახავს ამ ხელისუფლებისგან, თუ როგორ ამზადებენ "სამშობლოს მტრები" ან "რომელიმე ქვეყნის აგენტები" ფართომასშტაბიან პროვოკაციებს და ამაზ აპირებენ ახლა საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ და არჩევნების წინ საზოგადოებაში ისტერიული ფონი შექმნან და ამით სცადონ ხელისუფლების შენარჩუნება.
"ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა ჩვენთვის არის არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობა და ყველანაირ სხვა გზას ჩვენ გამოვრიცხავთ. ქართულ საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოვუწოდებთ, საერთაშორისო საზოგადოებას კი მოვუწოდებთ კარგად დააკვირდნენ ხელისუფლებას მა დღეებში, რომ გამოვრიცხოთ რაიმე ტიპის პროვოკაცია და მშვიდად და წყნარად მივიდეთ არჩევნების დღემდე ", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საგანგებო ბრიფინგზე.