პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში აცხადებს, რომ გუშინ დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის მხრიდან პატრიარქზე ზეწოლის უშედეგო მცდელობის ფაქტი განხორციელდა.
" გუშინ მისმა უწმინდესობამ პირველი განცხადება, რომ გააკეთა დაახლობით სამს აკლდა 15 წუთი სონოდის და პირადად მისი სახელით, ხოლო სტუმრები მასთან მოვიდნენ სამ საათზე. თუ ზეწოლაზე ვსაუბრობთ შეიძლება ვისაუბროთ ზეწოლის მცდელობაზე ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ უშედეგო მცდელობაზე", _ აცხადებს ჟვანია და აღნიშნავს, რომ მათის მხრიდან იყო სურვილი, რომ ინფორმაცია მიეწოდებინათ კათოლიკოს პატრიარქისათვის აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი რეფორმირების ჩატარებას აპირებენ.
"როგორ აპირებენ რეფორმირებას?! ალბათ უფრო დახვეწილი ცოცხები შემოაქვთ და ხელკეტები და უფრო ახალი თანამედროვე სტანდარტების გამოყენებას აპირებენ - ვერ გეტყვით.
პატრიარქი არის ერის სულიერი მამა და მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს თუ აქვთ რაიმე სათქმელი ბუნებრივია ის უსმენს და დათა ახალაიას მისვლა, რომელიც დღეს არის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩემთვის მეტყველებს, რომ ის და მისი ოჯახი განაგებს დღეს მთლიანად პენიტენციალურ სისტემას. ეს ნათელია ჩვენთვის და საზოგადოებამ ეს იცის.
ერთი შს სამინისტროშია, მეორე თავდაცვის სამინისტროში, მამა საერთოდ მაჟორიტარობის კანდიდატია, არვიცი როგორი შინაგანი რწმენით იყრის კენჭს ზუგდიდში სამეგრელოს რაიონში, რომელსაც თავისი თვალით აქვს გადატანილი ყველა ის უბედურება რაც ამ დღეებში ჩვენ ვიზილეთ უბრალოდ - გისოსებს გარეთ.
ეს ოჯახი ერევა პენიტენციალურ სისტემაში ეს არის ამის დასტური, თუ არა და, გენშტაბის რაღაც მაღალი თანამდებობის პირს ბატონ თოფურიძეს საერთოდ რა უნდოდა მასთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით", _ აცხადებს ლაშა ჟვანია.
მისივე თქმით, ამ შეხვედრის მერე ნახევარ საათში კვლავ გავრცელდა საპატრიარქოს უკვე მეორე წერილობითი განცხადება, სადაც საპატრირქო კვლავ გმობს აღნიშნულ ფაქტებს და უცხადებს საზოგადოებას, რომ კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით გადაიდო ფოთის საკათედრო ტაძრის საზეიმო კურთხევა და სხვა საზეიმო საეკლესიო დღესასწაულები, რომლებიც 23-სთვის იყო დაგეგმილი.