ზუგდიდი-თბილისის გზის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ხობის რაიონის სოფელ ხეთას მონაკვეთზე "ოპელის" მარკის ავტომობილი 30 წლის ასლან ტურავას დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ავტომობილი ადგილზე მიატოვა.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.