იტალიელმა სამართალდამცავებმა ქართველი 38 წლის მამაკაცი დააკავეს. Mმას ბრალად 13 წლის ბავშვის გატაცება ედება.
ამ ეტაპზე დაკავებულის ვინაობა არ ხმაურდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული იმ ოჯახის ბავშვია, სადაც ბრალდებულის მეუღლე ძიძად მუშაობდა.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა მოტივით მოქმედებდა გამტაცებელი.