"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი თავისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თენგიზ კალანდაძის "ქართულ ოცნებაში" გადასვლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხაბაზმა მისი აჭარის ჯანდაცვის მინისტრობისას ადმინისტრაციის უფროსის და ყველა არჩევნებისას მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისა და ფინანსების განმკარგველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არაფერი თქვა, თუმცა განაცხადა, მან არ იცის "ქართული ოცნების" არსებობა.
"მე არ ვიცი "ქართული ოცნების" არსებობა, ვიცი "რუსული ოცნების" შესახებ'', - განაცხადა ხაბაზმა და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობის სიაში არ ყოფნის მიუხედავად, თავად მმართველი გუნდის დატოვებას და სხვაგან გადასვლას არ აპირებს.
"ჩვენმა გუნდა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან მიიჩნევენ, წარმოდგენილი სია ოპტიმალურია", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან"' საუბარში ხაბაზმა და აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს მმართველი გუნდის პოლიტიკას.
შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებას" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის ეროვნული დეპარტამენტის უფროსი თენგოზ კაალანდაძე, რომელიც კობა ხაბაზთან დაახლოებული პირია, და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ხაბაზის აჭარის ჯანდაცის მინისტრობისას ადმინისტრაციის უფროსი იყო მხარდაჭერას "ქართულ ოცნებას" უცხადებს.
კალანდაძე თავის გადაწყვეტილებას სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავებისა და სიმართლის მხარეს დგომის სურვილით ხსნის.
დღეს კალანდაძე ივანიშვილს შეხვდა და სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები გააცნო.