გიროგი თარგამაძე განაგრძობს რეგიონებში შეხვედრებს. დღეს იგი რაჭის ერთ-ერთ მთიან რეგიონში იმყოფებოდა, საიდანაც ბავშვებს, მათ მშობლებს და ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გიორგი თარგამაძემ განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ამბროლაურის ერთ-ერთ სოფელში ისაუბრა და „ქრისტიან-დემოკრატების" განათლების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
„ვულოცავ ბავშვებს, მათ მშობლებს და ახლგაზრებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განათლებული თაობა არის ერთ-ერთი განმსაზრვრელი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. „ქრისტიან-დემოკრატები" ვთავაზობთ ჩვენს ახალგაზრდობას ხელმისაწვდომ და ხარისხიან განათლებას, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსხვლას უზრუნველყოფს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.