კომპანია Turkish Petroleum Corporation-ის (TPAO) წარმომადგენლის ინფორმაციით, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ბუნებრივი არის უდიდესი მარაგებია აღმოჩენილი. ახალი საბადო 3600 მეტრის სიღრმეშია აღმოჩენილი. წინასწარი ინფორმაციით, ბურღვითი სამუშაო დაახლოებით 12 თვეს გასტანს.
იმავდროულად, შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ტრაბზონის მიდამოებში, დაზვერვის სამუშაო 5 საბადოზე მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტით მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები არიან დაინტერესებულნი.